სტიქია თბილისში

საპატრიარქომ სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახს ბინა აჩუქა

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ენუქიძეების ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა. დაზარალებულები წყნეთის ხევში ცხოვრობდნენ და სტიქიის დროს მათი ოჯახის წევრი, 58 წლის მამაკაცი დაიღუპა. 

"მე მინდა, გავიხსენო ძველი აღმოსავლური გამოთქმა, "მწუხარებავ, შე საწყისი ხარ სიხარულის, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარების". მწუხარების დროს, რომელიც ბოლო დღეებში გვეწვია საქართველოს, ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთსულოვნება. ჩვენი ხალხი არ იშურებს არაფერს იმისთვის, რომ დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს", - თქვა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ეკლესიას ბინა ცოტა ხნის წინ შესწირეს. 

"ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტზე და ერთ-ერთი საუკეთესო ბინაა თბილისში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადავცეთ. მე მოხარული ვარ, რომ ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ თავშესაფარი. ჩვენმა დედებმა ასევე მოამზადეს ხუთი კომპლექტი ლოგინი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად. პირველი ხარჯებისთვის მოგიმზადეთ 1000 ლარის სახარჯო ფული", -  მიმართა პატრიარქმა დაზარალებულ ოჯახს. 

 

კომენტარები