სტიქია თბილისში

წუხელ, 112-ში ცხოველთა დაფიქსირების შესახებ 47 შეტყობინება შევიდა

112
medianews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, 19 ივნისის ღამის განმავლობაში 112-ში შევიდა 47 შეტყობინება ამა თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯგუფი ყველა შეტყობინებაზე გავიდა, თუმცა, არცერთი შემთხვევა არ დადასტურდა. 

ლიბრაძის ინფორმაციითვე, დღეს დილიდან მუშაობენ ზოოპარკის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით, მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. 

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება.

 

კომენტარები