სტიქია თბილისში

გურიელიძე: ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა

lela askurava/fb.com

პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დასრულდა.

როგორც თავად გურიელიძე აცხადებს ვინმეს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხზე მასთან საუბარი არ ყოფილა. გამომძიებლების კითხვები დღეს ლაგუნასთან მომხდარ ტრაგედიას შეეხებოდა.

"პროკურატურაში ვინმეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არ ყოფილა" - განაცხადა გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შესაძლოა ქუჩაში ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი იმყოფებოდეს, ეს უკანასკნელი, გურიელიძის თქმით, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს ჩვეულებრივი მოკვლევა და იმას არ ნიშნავს, რომ დადგება ზურაბ გურიელიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

გავრცელებული ინფორმაციით დაკითხვაზე იბარებენ ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და შს სამინისტროს წარმომადგენლებსაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზეა დაწყებული.

კომენტარები