სტიქია თბილისში

რიგის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ვეფხვი დაინახეს

რუსთავი 2

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რიგის ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მდებარე საცხობის ფანჯრიდან მზარეულმა, სავარაუდოდ, ვეფხვი დაინახა.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმისა და ზოოპარკის თანამშრომლები. ასევე ადგილზეა საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივების განცხადებით, ვეფხვი გუშინაც დაინახეს, თუმცა, მის კვალს ვერ მიაგნეს.

კომენტარები