სტიქია თბილისში

ნარმანია: ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკს ჰქონდა

ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადმინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აკეთებდა ამას ყველაფერს. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული, და მათ შორის, ყოველდღიურად მიმდინარეობდა მათი როგორც ძებნის სამუშაოები, ასევე იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი იყვნენ დაკარგული, ყოველდღიურად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. სხვა დანარჩენს გავარკვევთ - ეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან სამწუხარო ფაქტი. ეს-ესაა რაც მოხდა და ყველაფერი უნდა გაირკვეს და დადგინდეს.

 

თბილისის მერი დავით ნარმანია ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე. ამასთან, გუშინ ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.

კომენტარები