სტიქია თბილისში

გოცირიძე: გამოსავალი გზის მოშლა არ არის, გვირაბები ხიდად უნდა გადაიქცეს

გამოსავალი ვაკე-საბურთალოს გზისა და გმირთა მოედნის მოშლა ნამდვილად არ არის, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რა არის ჩვენი ამოცანა. პრიორიტეტული ამოცანა უნდა გამოიკვეთოს, მე, მაგალითად, ასეთ სიტუაციებში ადამიანის უსაფრთხოებას დავაყენებდი წინ, მეორე ეტაპი იქნებოდა სატრანსპორტო თუ სარეკრეაციო თუ სხვა ფუნქციები ამ ზონის, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. უბრალოდ, უნდა შემუშავდეს ძალიან გააზრებულად კატასტროფული ბუნების მქონე მდინარის მიმართ რა უნდა გაკეთდეს. გამოსავალი არის ორი. ცალსახად ეს არის მდინარის გახსნა. გვირაბების მორღვევა ისე, რომ სატრანსპორტო კვანძები შენარჩუნდეს. ეს არის გვირაბების ხიდებად გადაქცევის და სხვა საინჟინრო ჩარევების განხორციელება. ნამდვილად შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. აქ არ არის საუბარი მარტო თბილისზე, ეს რაღაც საერთო ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს, რამდენად ღირებულია ეროვნული განვითარების აგენდაში ეს. არ უნდა დაგვეზაროს დროის ხარჯვა, რა არის ჰიპოთეტურად ყველაზე სწორი. რა გვაქვს დღეს და როგორ ვიაროთ ისე რომ ა) ადამიანები არ მოკვდნენ და ბ) მატერიალური ზარალი იყოს რაც შეიძლება, ნაკლები

 

გეომორფოლოგი გიორგი გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. აღსანიშნავია, რომ ვაკე-საბურთალოს გვირაბი 1959 წელს აშენდა, გმირთა მოედნის კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში.

კომენტარები