სტიქია თბილისში

თეთრი ლომის ბოკვერი შუმბა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს

მზია შარაშენიძე

თეთრი ლომის ბოკვერი შუმბა მოკლული იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის წარმომადგენლები ადასტურებენ.

ლომის ბოკვერის სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებდა ყველას, არ მოეკლათ ლომის ბოკვერი, რომელიც პატარა იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

ამასთან, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ფოტომასალა გავრცელდა, სადაც ქუჩაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე მოკლული ცხოველებია აღბეჭდილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები ცხოველების დაძინებას, ტრანკვილიზატორის გამოყენებას არც ცდილობენ და ცხოველებს პირდაპირ ცეცხლს უხსნიან.

 

კომენტარები