ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

nato

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. რონდელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, თემურ იაკობაშვილმა გაავრცელა.

GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის შეფასებით, "საქართველომ დღეს ჰენრი კისინჯერის ტიპის ფიგურა დაკარგა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე". 

"მისი წასვლა უნივერსიტეტიდან იყო ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის უტყუარი ნიშანი, რომ უნივერსიტეტში და ქვეყანაში დიდი პრობლემები იყო. მის მიერ შექმნილი GFSIS წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის და დღეს ალბათ არ არის ადამიანი, რომელიც მას არ უფასებს იმ უდიდეს წვლილს, რაც მან შეიტანა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში", - დაწერა კაპანაძემ Facebook-ში.

ალექსანდრე რონდელი იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი. 1991-1996 წლებში რონდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე იყო, 1997-2001 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. ასევე მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ) (1991 წ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წწ.-ში - უილიამს კოლეჯში.

კომენტარები