ბიზნესი

ხაზარაძე: ბიზნესს ისე უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას

მენტალურად საქართველოში ვერ გაითავისა საზოგადოებამ, რომ ბიზნესი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა ააშენოს. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიზნესს უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას, როცა უნდათ - რძეს მიიღებენ, როცა უნდათ, დასჯიან და როცა უნდათ, ისეთ კანონს მოახვევენ თავს, რომ იტყვიან - იცით რა, ეს პოლიტიკაა და ამას უნდა დაემორჩილო. ხანდახან ერთ დღეში უნდათ ხოლმე კანონის მიღება სამი მოსმენით. ეს არის მიუღებელი. სანამ ბიზნესის პატივისცემა არ მოხდება... იმას კი არა, რომ ზედმეტი რაღაცა დითირამბები გვჭირდება, ელემენტარულად ლაპარაკია პარტნიორულ ურთიერთობაზე. არ უნდა გადიოდეს და არ უნდა იხილებოდეს კანონი, თუ იმ ადამიანებს არ დაუძახეს, რომლებიც ამ ინდუსტრიას წლების განმავლობაში ემსახურებიან.

განაცხადა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ მაესტროს ეთერში, გადაცემა ბიზნეს კონტაქტში.

კომენტარები