სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პეტრე ფ. 10 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 მაისს, ზესტაფონის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა პეტრე ფ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).





