სააკაშვილი უკრაინაში

ჭიაბერაშვილი: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პოლიტიკური ნაბიჯი იქნება

შეუნარჩუნდება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა, ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. როგორც უკრაინის, ისე საქართველოს კანონმდებლობა უშვებს, პირს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა და თუკი საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებს მოქალაქეობას, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული. და ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პირადი შურისძიების მეტი არაფერი ამოძრავებს, ეს ყველასათვის ნათელია.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს.

კომენტარები