ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: ახალი ხალხი პარტიაში თვითმიზანი არაა

არანაირი კონსულტაციები და საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა და მართალი გითხრათ, არ მქონდა ამის დრო. ჩვეულებრივი რაღაცაა პოლიტიკაში – მიდიან, მოდიან. მართალი გითხრათ, ახალი სახეების აღმოცენება ასე - ნიახური ხომ არაა?! ამას ხელოვნურად ვერ გააკეთებ. ახალი ვიცი კარტოფილი. თავისთავად თვითმიზანი ეს არაა. ბევრი ახალი მოვა, ზოგი ივარგებს, ზოგი არა, ზოგს არ მოეწონება, ზოგი წავა. მთავარია, იყოს ახალი ენერგია, ახალი პოლიტიკა, ახალი შემართება. საქართველოში გვყავს საკმარისზე მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი, უბრალოდ მათ უნდა ისწავლონ ახლებურად მუშაობა და ახალი ხალხიც შემოუერთდება. ზოგი წავა, ზოგი მოვა, ასე ხდება... პროვინციულ ჭაობში რომ ვიხარშებით, პატარა პოლიტიკურ ინტრიგებში, ყველას გვგონია, რომ ვაიმე, რა მოხდა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ქართველი ხალხი ამაზე ფიქრობს, ნამდვილად არა. ქართველი ხალხი დღეს ფიქრობს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, იმაზე, ლუკმა-პური როგორ მოიტანოს სახლში. რაში აინტერესებს, ვინ რომელ კაბინეტში იქნება. ..ხალხი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და პოლიტიკოსებიც თუ მეტს ილაპარაკებენ ხალხის პრობლემებზე, მით უფრო მეტად ექნებათ ხალხის დროებითი მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მუდმივი მხარდაჭერა არ არსებობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ8ი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან რამდენიმე წევრის წასვლისა და პარტიის „განახლების“ შესახებ, ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები