ინდოეთი

ინდოეთში მაღალ ტემპერატურას 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ინდოეთში სიცხისგან დაღუპულთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა. თითქმის ერთი კვირაა, ქვეყნის სამხრეთში ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსს აღწევს.

ყველაზე მძიმე სიტუაცია ტელანგანას და ანდჰა პრადეშის შტატებში შეიქმნა. დედაქალაქ დელიში ტემპერატურამ რამდენჯერმე 50 გრადუსს მიაღწია.

მეტეოროლოგების შეფასებით, ბოლო 15 წელია, ქვეყანაში საშუალო ტემპერატურის ზრდა შეინიშნება. 

კომენტარები