შვეიცარიაში კორუფციის ბრალდებით FIFA-ს მაღალი თანამდებობის ექვსი პირი დააკავეს, რომელთა გადაცემას ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს. ისინი ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში, FIFA-ს ყოველწლიური ყრილობის წინ დააპატიმრეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ ბრალი უკანონო თანხების ლეგალიზებაში, გამოძალვასა და თაღლითობაში ედებათ. BBC-ის ცნობით, დაკავებულთა შორისაა FIFA-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეფრი უები.





