ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი გააუქმა

CNN

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ბან კი მუნი ავრცელებს.

ბან კი მუნის თქმით, ჩრდილოეთ კორეამ ვიზიტი ბოლო წუთებში გააუქმა, თუმცა ჩრდილოკორეელ ოფიციალურ პირებს ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ გაუჟღერებიათ.

"დასანანია ოფიციალური ფხენიანის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა, მე, როგორც გაეროს გენერალური მდივანი, არ ვაპირებ, გადავარწმუნო ჩრდილოეთ კორეა, ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა ბან კი მუნმა.

კომენტარები