რეკლამა

საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა Commerzbank–ის ჯილდო - 2014 წლის საუკეთესო პარტნიორი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით - მიიღო.

Commerzbank-ი არის წამყვანი საეართაშორისო კომერციული ბანკი, მისი ფილიალები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული. თავის ძირითად საქმიანობას ბანკი გერმანიასა და პოლონეთში ახორციელებს. Commerzbank-ი აფინანსებს გერმანიის მთავრობის საგარეო ვაჭრობის 30%-ს და იგი ლიდერია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების კუთხით.

მსოფლიო მასშტაბით, Commerzbank-ი 1100 ფილიალისა და 90 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, ემსახურება 15 მილიონ კერძო, ბიზნეს და კორპორატიულ კლიენტებს, ასევე ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. Commerzbank-ი, რომელიც დაარსდა 1870 წელს, წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე.

2014 წელს Commerzbank-ის წლიური შემოსავალი, თითქმის 9 მილიარდი ევრო იყო.

კომენტარები