თურქეთი - საქართველო

თურქეთმა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

მევლუთ ჩავუშოღლუ
novoye-vremya.com

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებები მკაცრად დაგმო. როგორც ჩავუშოღლუმ ანტალიაში, NATO-ს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა, მოსკოვის ქმედებებს მეზობელი ქვეყნებს წინააღმდეგ გამართლება არ აქვს. მათ შორის, ყირიმელი თათრების უფლებების შელახვას ყირიმში.

"ვერაფერი გაამართლებს იმას, რასაც რუსეთი მის მეზობელ ქვეყნებში აკეთებს, კერძოდ, უკრაინაში, ყირიმის რეგიონში, საქართველოში", - თქვა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშუღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სირიელი მებრძოლების შეიარაღებასა და წვრთნას დაუჭერს მხარს.

კომენტარები