კრიმინალი

ტოიოტა ტაქსის სათავო ოფისი გაქურდეს

Getty Images

10 მაისს ტოიოტა ცენტრი თბილისის კუთვნილი ტოიოტა ტაქსის სათავო ოფისი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისიდან წაღებულია სეიფი, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა ინახებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით, უკვე დაკითხეს ტოიოტა ცენტრი თბილისის ხელმძღვანელი დავით ბაშალეშვილი.

კომენტარები