თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო. დღეს პროცესი საიდუმლო მასალების გამო დახურული იყო. ორივე მხარემ შუამდგომლობები წარმოადგინა. ადვოკატმა ლევან სამუშიამ მოითხოვა, მოსამართლემ დასაშვებად არ ცნოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი. დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებდა, თუმცა, სხდომის გადადების გამო ვერ შეძლეს.
სასამართლოს შენობაში იმყოფებოდნენ თავისუფალი დემოკრატებიც. მათი განცხადებით, დაკავებულები ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმრები არიან.
თავდაცის სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
ე.წ. კაბელების საქმე
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა




