სამთავრობო ცვლილებები

ბაქრაძე: ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს, როცა ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი აქვს, როდესაც ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, მოსახლეობა ცვლილებებს თავად ითხოვს და იღებს", - ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით ბაქრაძე, სამთავრობო ცვლილებებს.

დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობის ნაწილის შეცვლას აზრი არ აქვს. ენმ არსებული სიტუაციიდან გამოსავალს მთავრობის მთლიანად შეცვლაში ხედავს.

"საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოლოდინი ცვლილებების და როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია მიაწოდოს ცვლილებები, მაშინ საზოგადოება თავად ითხოვს და იღებს. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ საჭიროა მთავრობის მთლიანად შეცვლა, ერთი ან ორი მინისტრის შეცვლა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ჩვენს ხალხს", - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების დანიშვნების შესახებ ბრძანებები გამოსცა. მთავრობის ადმინისტრაციამ ბრძანებები თინა ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილის და ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრებად დანიშვნის შესახებ გამოაქვეყნა.

კომენტარები