სამთავრობო ცვლილებები

ჯანელიძე: არ ვეთანხმები იმას, რომ ჩემს პროდასავლურობაზე კითხვები არსებობდა

ტაბულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მისი პროდასავლურობის შესახებ კითხვები არსებობდა. ჯანელიძე დეპუტატ საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყების საგარეო ორიენტირების შესახებ ხშირად ისმოდა კითხვები, ხოლო თინა ხიდაშელის დანიშვნით ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა.

"მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ ასე იყო ნათქვამი, ნება მომეცით არ დავეთანხმო, იმიტომ რომ, ყველა აუცილებელი საერთაშორისო აქტივობა და ჩვენი საერთაშორისო აქტივობის 90% დასავლური აქტივობაა, მიმდინარეობდა მაღალ დონეზე, აქტიურად. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია, ეს ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდება", - თქვა ჯანელიძემ.

კომენტარები