თავდაცვის სამინისტრო

ხიდაშელი: ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი ქართული ჯარისთვის

თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მივიდა. მას უწყებაში ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დახვდა, რომელიც პირადად წარუდგენს თინა ხიდაშელს თანამშრომლებს. 

"ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და კაშკაშა მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულების, დემოკრატიულობის, იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი პირველ რიგში ქართული ჯარისთვის და, ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა, შევძლო, ვემსახურო ერთის მხრივ ქართველ ჯარისკაცებს და, მეორეს მხრივ, საქართველოს ყველაზე უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ინტერესებს", - განაცხადა ხიდაშელმა. 

თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანება პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ლ მაისს გამოსცა. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტისგან ნდობის გამოცხადება სჭირდება.

კომენტარები