სამთავრობო ცვლილებები

ხადური: პრემიერს მინისტრების შესაცვლელად არავისთან შეთანხმება არ სჭირდება

არა მხოლოდ ძველი მინისტრები, არამედ ახალდანიშნული მინისტრებიც უფლებამოსილნი არიან, რომ დაიწყონ მუშაობა და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. საქართველოს პრემიერმინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებით შეცვალოს ნებისმიერი მინისტრი, არავისთან ამის შეთანხმება არ სჭირდება.

განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის ნდობის გამოცხადება სჭირდება, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამოსცა ბრძანებები მინისტრების დანიშვნების შესახებ.

კომენტარები