სამთავრობო ცვლილებები

პრეზიდენტი: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?

არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი გადადგომა; როდესაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მეორე დილას წავიდა პოსტიდან; როდესაც გუშინ ვიცოდით, რომ ორი მინისტრი იცვლება და დღეს გავიგეთ, რომ სამი იცვლება - მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მინდა, ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა, დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მე მინდა, მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერმინისტრს, ასევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე.

კომენტარები