სამთავრობო ცვლილებები

ჯაფარიძე: ივანიშვილი ღარიბაშვილის კადრებს ანაცვლებს თავისი ერთგული კადრებით

ცხადია, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ივანიშვილი ცდილობს ღარიბაშვილის კადრების გაშვებას. ამ ცვლილებას ცხადია, არანაირი არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ლარი ყოველდღე უფასურდება, როდესაც ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება, ამ დროს, ივანიშვილი არის დაკავებული იმით, რომ ღარიბაშვილის კადრებს ანაცვლებს თავისი, უფრო ერთგული კადრებით. ეს არის და ეს. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი ვითარებიდან არის ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად უნდა შეიცვალოს და უნდა წავიდეს. 

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტიდან ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომაზე.

კომენტარები