ლარის გაუფასურება

ლარი დღეს ნახევარი თეთრით გაუფასურდა

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ნახევარი თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 24 აპრილს, ერთი აშშ დოლარი 2.2589 ლარი ეღირება. დღეს ერთი დოლარი 2.2539 თეთრი ღირდა.

ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზს სავალუტო შემოდინებების შემცირება წარმოადგენს, რაც ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებაში აისახება. ამის გამო საქართველოს საგადამხდელო ბალანსი გაუარესდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. 

სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. კრიზისში ლარის მინიმალური გაცვლითი კურსი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.26 თეთრი ღირდა.

კომენტარები