საქართველოს პრემიერი

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილმა სხვა კუთხიდან დამანახა მსოფლიო

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ტრადიციულ კუთხეში. ჩემს ჩამოყალიბებაზე ოჯახმა იქონია გავლენა და შემდეგ უკვე ადამიანებმა, რომლებიც გავიცანი, პირველ რიგში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მან პრაქტიკულად გარდაქმნა ჩემი მსოფლმხედველობა. სხვა კუთხიდან დამანახა მსოფლიო. მოვლენების შეფასება დავიწყე სხვანაირად. მასთან ყოველი საუბარი განვითარების ახალი ეტაპი იყო. ყოველთვის სწავლობ ადამიანი მასთან როდესაც საუბრობ ან ისმენ მის კონსულტაციებს, ან თუნდაც საუბრობ საქმეზე, ეს არის გაზრდის საშუალება.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - შეხვედრები მწერალთა სახლში.

კომენტარები