საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 202 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23.5%-ით ანუ $28 მილიონით ნაკლებია.
ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 49% რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის მარტში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 37% უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია ასევე საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან. რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება.
იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობის $28 მილიონით შემცირებას 2015 წლის პირველ კვარტალში ექსპორტის 28%-ით შემცირებაც დაერთო. იმპორტის მოცულობა კი მხოლოდ 3%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის გამყარებისთვის საჭირო წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს.
წინა წლის იანვართან შედარებით, წელს საქართველოდან უცხოეთში $0,8 მილიონით მეტი გადაიგზავნა. სულ იანვარში საქართველოდან ფულადი გზავნილების სახით $15,4 მილიონი გაიგზავნა.





