შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის საუბრები აფხაზეთში ხშირია, თუმცა, "როგორც წესი, რეალიზაცია არ ხდება იმ ფორმით, რაზეც ხდება განცხადება".
"გამორიცხული არაფერია ნამდვილად, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ტიპის საუბრები არის ყოველთვის, ხშირად, მაგრამ, როგორც წესი, რეალიზაცია არ ხდება იმ ფორმით, რაზეც ხდება განცხადება.
აფხაზური საზოგადოება მსჯელობს ამ საკითხზე. ანუ ჩამოყალიბებული არ არის. მათ უნდათ, რაღაც ისეთი მოიფიქრონ, რაც უფრო მეტად მოახდენს გალის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტ ინტეგრაციას აფხაზურ საზოგადოებაში. მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა და ასე ერთ-ორ დღეში კი არა, ერთ-ორ წელიწადში არ ხდება", - თქვა ზაქარეიშვილმა.





