აღდგომის დღესასწაული

ხვალ აღდგომას ევანგელურ-ბაპტისტური და ორმოცდაათიანული ეკლესიებიც აღნიშნავენ

აღდგომა ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში
facebook.com/pages/Evangelical-Baptist-Church-of-georgia

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური და სახარების რწმენის ეკლესია ხვალ მართლმადიდებელ ქრისტიანებთან ერთად იზეიმებენ აღდგომის დღესასწაულს. ღამისთევის ლიტურგია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში, დღეს, შაბათს, 23:30-ზე დაიწყება და მას თბილელი ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი აღასრულებს.

ორმოცდაათიანელთა ეკლესია სააღდგომო ღვთისმსახურებას ხვალ, თბილისში, 11:00-ზე დაიწყებს ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი.

ზემოხსენებული ორი პროტესტანტული ეკლესია აღდგომას ძველი, ხოლო შობას, ახალი კალენდარული სტილით აღნიშნავს.

კომენტარები