დავით ნარმანიას ანგარიში

ნარმანიას მუშაობის 8 თვის ანგარიში - 3 საპროტესტო აქციის პარალელურად

დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში 50 წუთამდე გაგრძელდა - თბილისის მერმა პირველი მიმართვის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკასა და იმ მდგომარეობის აღწერას დაუთმო რაც მას და მის გუნდს მერიაში დახვდათ - ნარმანიამ ყურადღება არასწორ საბიუჯეტო პოლიტიკასა და ცუდ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა. გამოსვლის მეორე ნაწილში ნარმანიამ იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისი არჩევნების გამარჯვების შემდეგ თბილისის მერიამ წამოიწყო

კომენტარები