საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

უკრაინელი პროკურორი კორუფციის ბრალდებით საყვარელიძის თანდასწრებით დააკავეს

primetimenews.ge

უკრაინაში კორუფციის ბრალდებით პროკურორი ჟურნალისტების თვალწინ დააკავეს. ეს მარიუპოლში, დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას მოხდა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ესწრებოდა.

დაკავებული  ქალაქ კრამატორსკის პროკურორად მუშაობდა. ჩხრეკისას მას და მის მოადგილეს 200 ათას დოლარზე მეტი თანხა აღმოაჩნდათ.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ასეთი დაკავებები არასასიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი - პროკურატურის კორუფციისგან გასაწმენდად. 

კომენტარები