ყაზახეთი

ყაზახეთის მოქალაქეს პრორუსული მოწოდებებისთვის 4-წლიანი პირობითი მიესაჯა

ShutterStock

ყაზახეთის ქალაქ ალმატის სასამართლომ მოქალაქეს 4-წლიანი პირობითი სასჯელი სოციალურ ქსელებში ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის და პრორუსული მოწოდებებისთვის მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეთნიკურად რუსი ყაზახეთის მოქალაქე ტატიანა შევცოვა-ვალოვაია ყაზახი ერის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა, ასევე წერდა, რომ ყახაზეთი, ყირიმის მსგავსად, რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

ეს ყაზახეთში ამგვარი განაჩენის პირველი პრეცედენტია. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს 2014 წლის ბოლოს სეპარატიზმის მუხლი შეემატა, რომელიც 10-წლიან სასჯელს ითვალისწინებს. ყაზახეთში რუსულენოვანი მოსახლეობს წილი 22%-ს, ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში კი ნახევარზე მეტს შეადგენს.

კომენტარები