ხარჯების შემცირება

თბილისის საკრებულო მერიისგან თანხების დაზოგვას ითხოვს

timer.ge

თბილისის საკრებულო მერიისგან თანხების დაზოგვას ითხოვს. ოპოზიციის წევრების თქმით, თუ იმ მანქანების რაოდენობა შემცირდება, რომლებიც მერიას ემსახურებიან, რამდენიმე მილიონი დაიზოგება. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრის, ზაზა ვეკუას განცხადებას ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის წევრების მტკიცებით, მერიას ავტომობილები ეფექტური მუშაობისთვის სჭირდება.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი მეტეხის ხიდთან გვირაბის ჩაკეტვა გახდა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის თქმით, პროცესი 4 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კეთილმოწყობის სამსახურის არკვალიფიციურმა თანამშრომლებმა ეს ვერ შეძლეს.

ოპოზიცია მერიისაგან ხარჯების შემცირებას ითხოვს და მათ მიერ წარმოდგენილ პროექტს არაეფექტურს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის რევიზიის შედეგად 1 800 000 ლარზე მეტი დაიზოგა.

კომენტარები