ქართული ოცნების ამომრჩეველებს ჰქონდათ ძალიან დიდი იმედი, რომ შესრულდება ის დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ იყო უხვად გაცემული... რუსეთთან სიტუაციის დარეგულირება არ შესრულდა და ვერც შესრულდებოდა. ეს ნათელი იყო, იმიტომ, რომ რუსეთის სათავეში არის ისეთი ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა. რუსეთის ხელისუფლებას... მეზობლებისგან მხოლოდ მათი მიწები და მორჩილება აინტერესებს... არ შესრულდა, გასაგებია რომ ამან გარკვეულწილად იმოქმედა უარყოფითად. ეკონომიკური მდგომარეობა - საკმაოდ დიდმა ნაწილმა ქართულ ოცნებას მისცა ხმა იმ იდეის გამო, რომ მიიღებდა ფულს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნულპროცენტიანი კრედიტი იქნებოდა... იყო საუბარი იმაზე, დასაქმდებოდა მთელი საქართველო. ძალზე ძნელია დაასაქმო იმ ქვეყნის მოსახლეობა, სადაც უმუშევრობა საკმაოდ დიდია, როცა აჩერებ იმ პროექტებსაც კი, რომელიც იმ დროისთვის მუშაობს. ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაითვალა შეცდომად, მაგრამ დღეს ისევ მათ ამუშავებაზე ფიქრობს მთავრობა. იყო იდეა, რომ სოფლის მეურნეობა წამოწევს საქართველოს ეკონომიკას. ვერ წამოწევს. სოფლის მეურმეობა ვერცერთი ქვეყნის ეკონომიკა დღეს რეალურად ვერ წამოწევს. სოფლს მეურნეობაზე აქცენტის აღება შეცდომა იყო.
tbl.ge/afd
დაკოპირდა

ისტორიკოსი თემურ პაპასკირი IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისა და ქართული ოცნების ამომრჩეველთა იმედგაცრუების მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- IRI: EU-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 86%, NATO-ში გაწევრიანებას კი 79% ემხრობა
- IRI: არცერთ შემთხვევაში ხმას არ მისცემდა ენმ-ს - 40%, ქართულ ოცნებას - 29%
- ბობოხიძე: ოცნებასთან ერთად ევროინტეგრაციის შანსი არ არსებობს, ხალხი ამაში უნდა დავარწმუნოთ
- ფონ კრამონი IRI-ს კვლევაზე: ოცნებისა და მისი სატელიტების EU-ს საწინააღმდეგო კამპანია ჩავარდა
- IRI: 35% იმედს ენდობა, 26% – რუსთავი 2-ს, 24% – TV პირველს




