ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი ალასანიას: საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება "უზნეო სპეკულირებაა". ცნობისთვის, ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი ბოლო ვიზიტის დროს პარიზში, მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებისთვის.

"რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, მე არ ვაპირებდი ამ თემის კომენტირებას. მე ვფიქრობ, რომ ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. მე მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება არის საკმაოდ უზნეო საქმე. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე", - განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები