ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ

პრემიერი: თოფაძის განცხადება NATO-ზე მიუღებელია, თუმცა, მასში ტრაგიკული არაფერია

ეს თემა, მისი განმარტება, მისი კომენტარი არის ზედმეტად აჟიტირებული და მე არ გირჩევდით, რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელი, ეს არის ღიად დეკლარირებული, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს სრული კონსენსუსი ამ საკითხთან მიმართებით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტიანად ამ კურსს და ამ პოლიტიკას. ასე რომ, ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი ეს განცხადება, მაგრამ ამაში რაღაც ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია, ეს არის ბატონი გოგის, როგორც მოქალაქის პირადი შეხედულება და ეს არ წარმოადგენს ჩვენი კოალიციის აზრს ამ საკითხთან მიმართებით.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლიდეი ინში მიმდინარე პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, გოგი თოფაძემ არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს წინააღმდეგია.

კომენტარები