ზაზა ბროლაძემ, რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო, ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ მთავარი პროკურატურა დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბროლაძემ დაადასტურა, რომ ის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. მისივე თქმით, დაკითხვისას საუბარი არ შეხებია ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას.
ზაზა ბროლაძემ ჟურნალისტებთან დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, საკითხები, რომლის შესახებ გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
ბროლაძემ გამორიცხა, რომ სილქნეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის ირგვლივ რამდენიმე პირს ბრალი აქვს წარდგენილი კორუფციული ფაქტები არსებობდა. მან ასევე დააზუსტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუნმენტის მომადება სწორედ მისი მინისტრის მოადგილეობის პერიოდში მიმდინარეობდა, ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია, რადგან ხელშეკრულება 2013 წლის დეკემბერში დაიდო, მან კი თანამდებობა ერთი თვით ადრე, ნოემბერში დატოვა.
მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ უშუალოდ იმ ხელშეკრულების გაფორმებაში, რომელზეც საქმეა აღძრული, მაშინდელი მინისტრი ირაკლი ალასანია ჩართული არ ყოფილა.





