მთავრობის გადაყენების მოთხოვნა

რატიანი: მთავრობა მომსახურების არედან გავიდა და პარალელურ სივრცეში ცხოვრობს

Sergo Ratiani
Tabula

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის თქმით, საქართველოს მთავრობა და ბიძნა ივანიშვილი პრობლემების დანახვას არა საკუთარ თავში, არამედ მედიაში ცდილობენ.

''ეკონომიკური სიტუაცია რომ შეიცვალა ეს არის ერთი ფაქტორი, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რამდენად აცნობიერებს მთავრობა ამ სიტუაციას. ჩვენ შეიძლება დაგვენახა, რომ მათ გარკვეულწილად აღიარეს პრობლემების არსებობა და იწყებენ რაღაცის შეცვლას, მაგრამ არავის არ დაუნახავს და ასეთი გზავნილი არ ყოფილა მთავრობის მხრიდან. პირიქით, ისინი სრულად გავიდნენ მომსახურების არედან და ისინი თითქოს პარალელურ სივრცეში არიან. მათ უნდათ გადაფარონ რეალობა და ივანიშვილიც ძირითადად ამბობს, რომ მისი მთავარი პრობლემა არის მედია. ის სულ ამბობს, რომ ხალხს არ უნდა აწვდიდეს მედია ასეთ საგანგაშო გზავნილებს. მისი პრობლემა სწორედ ის არის, რომ პრობლემას მედიაში ხედავს, თითქოს სარკეშია პრობლემა და არა მასში. სანამ გაქვს ძალაუფლება, შენ სულ გგონია, რომ ვიღაცა არ გეტყვის სიმართლეს, მაგრამ რაღაც მომენტში წითელ ხაზს რომ გადალახავ, მერე ეს სარკე იცვლება და საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ეს სარკე ძირითადად არის საზოგადოებრივი აზრი. რეალურად ეს ხაზი ამ მთავრობამ გადაკვეთა'', განაცხადა რატიანმა.

კომენტარები