ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ძალიან სიმბოლური იყო, როგორ მომდევდით, პირველ ადგილზე იყო ტაბულა

შეხვედრა მქონდა, როგორც წესი, მე ძალიან პუნქტუალური გახლავართ, ვჩქარობდი შეხვედრაზე და თქვენ საშუალებას არ მაძლევდით, რაც ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და ძალიან არ იყო მოსაწონი. ძალადობას ჰგავდა, რაც მოგახსენეთ და ავტორები გახლდნენ რუსთავი 2, რა თქმა უნდა, მეორე ვინ?ტაბულა და მაესტრო უბამდა მხარს. ეს ძალიან სიმბოლური იყო, როგორ მომდევდით - პირველ ადგილზე იყო, სხვათა შორის, ტაბულა, მეორეზე რუსთავი 2 და მაესტროც ძალიან კარგად უბამდა მხარს ამას და, სხვათა შორის, ეს ძალიან სიმბოლურია, ამ ორი წლის განმავლობაში თუ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, როგორ ახერხებთ სიცრუის ტირაჟირებას. და სხვა ტელევიზიებიც, გარდა რუსთავი 2-ის და ტაბულასი, როგორ ახერხებენ ჩართვას ამ ფერხულში. 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საჯარო ბიბლიოთეკაში. მას ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ სურდა.

კომენტარები