საქართველოს ბანკი მათ, ვინც სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით ისარგებლებს, აქციას სთავაზობს. 15 ივნისამდე, საქართველოს ბანკში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარის სასაუბრო დროს. აქციაში მონაწილეობისთვის, ფულადი გზავნილით თანხის გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი. მობილურის ბალანსი მომხმარებელს ავტომატურად შეევსება, მესამე გაგზავნილი ან მიღებული გზავნილის განხორციელებიდან.
"საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემების დიდ არჩევანს, მსოფლიოს ყველა მიმართულებით. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება სერვისცენტრის გარდა, სატელეფონო ცენტრის, ბანკომატის და epay-ის ონლაინ გადახდების ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია. ამასთან, მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოგზავნილი თანხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე", - აცხადებს საქართველოს ბანკი.





