ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.1782 ეღირება. ეროვნული ვალუტის კვლავინდებურად გამყარების ტენდენცია 13 მარტს დაიწყო, როდესაც ლარის კურსი 0.57 თეთრით გამყარდა.
ლარი დღეს ევროსთანაც გამყარდა. 17 მარტს ერთი ევრო 2.29 ლარი ეღირება.
თებერვალში ექსპორტის მოცულობა 23%-ით, ხოლო ფულადი გზავნილების მოცულობა 21%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვალში სავალუტო შემოდინებები შემცირებული იყო, რასაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე უარყოფითი ეფექტი აქვს.





