აჭარის ავტონომიური საბჭო

ქართული ოცნება: ფუტკარაძე, ვასაძე და დუმბაძე ნაციონალური მოძრაობის სახეა

ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე მთელი შეგნებით იზიარებენ ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებს - ამის შესახებ ქართული ოცნების განცხადებაშია ნათქვამი.

ქართული ოცნების განცხადებაში წერია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი, ჯემალ ფუტკარაძე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ ნაციონალურ მოძრაობას. გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს ნაციონალურ მოძრაობას, არ მივცემთ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროცესების განვითარებას კონსტიტუციისა და კანონმდელობის შესაბამისად“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქართული ოცნების განცხადებაში წერია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კონსტიტუციისა და კანონის უპატივცემულობა, დილეტანტობა და ავანტიურისტობა არის ის თვისებები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სახეს განსაზღვრავს.

კომენტარები