თელავში მკვლელობა მოხდა. ძმებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, დაჭრილია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ძმებს ცეცხლი პოლიციის თანამშრომელმა გაუხსნა. შსს ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
"გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ და ვერ დაგეხმარებით", - უთხრეს ტაბულას შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ მდგომარეობაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.





