დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.9 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.18 თეთრი ეღირება.
ევროსთან მიმართებით კი ლარი 1.8 თეთრით გამყარდა 11 მარტს ერთი ევრო 2.34 ეღირება. ლარის კურსის ევროს მიმართებით გამყარება სავარაუდოდ ევროს ისტორიულ გაუფასურებას უკავშირდება. ამ კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ევროს თერთმეტი წლის მინიმუმი 1.10 დაფიქსირდა.
ლარმა გამყარების ტენდენცია 25 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გამყარდა, თუმცა მარტში ეს გამყარების ტენდენცია ისევე გაუფასურებით შეიცვალა.





