სახელმწიფო და ეკლესია

სახელმწიფომ მეუფე იაკობს 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LANDCRUISER გადასცა

wikipedia.org

არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის წერილის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LANDCRUISER-ი საკუთრების უფლებით გადასცა.

2000 წელს გამოშვებული შავი ფერის TOYOTA LANDCRUISER-ი, სახელმწიფო ნომრებით ROS-300, საქართველოს საპატრიარქოს ჩაბარდა.

მეუფე იაკობის წერილი, რომლის გამოთხოვასაც ასევე გეგმავს ორგანიზაცია, 2014 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება. მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტრომ 3 თვეზე ნაკლებ დროში დააკმაყოფილა.

ტაბულა განმარტებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, მღვდელ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს ავტომანქანის გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს - "თავად მეუფეს უნდა დაუკავშირდეთ", - განაცხადა ბოტკოველთან. ტაბულა შეეცდება მეუფე იაკობისგან გაარკვიოს, რაში დასჭირდა მას TOYOTA LANDCRUISER.

კომენტარები