ლარის კურსი

ხადური: ოპოზიციას ჰგონია, პოლიტიკური შოუს მოწყობა ლარს და ეკონომიკას წაადგება

ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს და ან ეკონომიკას... მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ არის კავშირში ის, რომ ჩვენ თუ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, ან გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და დაიწევს უკან, ან ეკონომიკაში უცებ მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის სიტუაციის განვითარებას, ამიტომ თავისთავად ცხადია, ჯობდა, სამუშაო ვითარებაში ყოფილიყო სიტუაცია.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

კომენტარები