მე დავიწყო, რომ ქალაქი აყვავდა, აღორძინდა, ევროები ცვივა ზემოდან, ასფალტის პრობლემა არ არის, ორმოები საერთოდ არ არის, მუნიციპალური ტრანსპორტი არის ბრწყინვალედ - ხომ არ ვიქნები მართალი, არა? ფეხით დავდივარ, მანქანითაც დავდივარ და საშინელება ხდება ქალაქში. ინერციაა ძველი მერიის დატოვებული, ინერციით მოდის. ახალი არ გაკეთებულა. კი ბატონო, მოვიდნენ. კი ბატონო, მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ - პირველი თვე, ორი თვე, სამი თვე - რვა თვე გავიდა. მერს უკვე ის პოზიცია აქვს, რომ საჭიროდ არ თვლის ისაუბროს - იყო კორუფციის ფაქტები, აპარატის თანამშრომლებმა დაწერეს განცხადება, თავისი ნებით წავიდნენ, იქ ზედამხედველობის სამსახური უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ვიცემერი გაათავისუფლეს, არც კი ჩათვალა ნარმანიამ საჭიროდ, რომ მას გაეკეთებინა განმარტებები და სადღაც უკანა კარიდან გავიდა. საკრებულოშიც არ გაუჩნდათ აზრი, რომ დავიბაროთ ეს ადამიანი. კანონით ვართ მაკონტროლებელი. საქმეს, ქალაქს და ქვეყანას სჭირდება, რომ მოვიდეს ნარმანია და პასუხი გაგვცეს.
tbl.ge/39e
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- კალაძე: კვლევები მიმდინარეობს მცხეთიდან დიდი დიღმისკენ ალტერნატიულ შემოსასვლელზე
- ისე წვიმდა, როგორც გარეთ, ვავალებ, აუდიტმა შეისწავლოს ავლაბრის მეტროს საკითხი – კალაძე
- ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება - მერია
- ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება - მერია
- თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს




