ეკონომიკური კრიზისი

პრეზიდენტი მზადაა, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნოს

პრეზიდენტი მზადაა, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩანიშნოს. საგანგებო სესია მიმდინარე კვირაში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა თავისუფალი დემოკრატების წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

"საქართველოს პრეზიდენტი დაგვეთანხმა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისთან მიმართებაში უნდა შედგეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ გავიზიარეთ პრეზიდენტის პოზიცია, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად უნდა იყოს მოწვეული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და ვეცდებით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული", - თქვა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები