საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთი: თბილისი ჯიუტად არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას

mid.ru

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "მაშინ, როდესაც თბილისი ჯიუტად არ აწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს". ამასთან ერთად, სამინისტრო იუწყება, რომ სერგეი ლავროვი 11 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდება, რა დროსაც მხარეები საგარეო პოლიტიკის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრებენ.

"2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთი გამოვიდა მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის და აფხაზი ხალხის მშვიდობიანი მომავლის გარანტორად. ჩვენი სახელმწიფოთაშირისი ურთიერთობები, რომელიც მოკავშირეობას და სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება, დინამიკურად ვითარდება. იმ პირობებში, როდესაც თბილისი ჯიუტად აცხადებს უარს მოაწეროს ხელი შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთთანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. შესაბამის ორმხრივ შეთანხმებაზე დაყრდნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა, ჩვენი მესაზღვრეები საქართველოს რესპუბლიკასთან საზღვარს იცავენ", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

კომენტარები